03 მაისი 2024,   15:52
ვრცლად
ანგელა მერკელის პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

ანგელა მერკელის პარტიის - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს. მან პარტიის მიერ გამართულ კენჭისყრაში ხმების 62%-ზე მეტი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პარტიის წინა ლიდერმა, არმინ ლაშეტმა თანამდებობა სექტემბერში, მას შემდეგ დატოვა რაც პარტიამ არჩევნებზე ხმების ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი მიიღო და ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად, ოპოზიციური პარტია გახდა.

დღის ამბები