16 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, გათენდება ახალი წელი და ისევ ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში მოგვევლინება. ასე უპასუხა მინისტრმა მედიის შეკითხვას გადადგომასთან დაკავშირებით.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ცრუ ინფორმაციას "უტიფრად ავრცელებს რამდენიმე პარტიული ტელევიზია“.

"რამდენიმე ე.წ. პარტიული ტელევიზია ავრცელებს კვლავ უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით? თქვენი ინფორმაცია როგორც საპნის ბუშტი რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? აბა, იფიქრეთ ამ პასუხზე!“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები