16 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს - გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა

საქართველოს მეოთხე  პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლების მისაღებად გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. მანამდე ის უკვე შეხვდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ ეროვნული შერიგების ინიციატივით გამოვიდა.

წერილში გიორგი მარგველაშვილი მიმართავს პენიტენციური სამსახურის დირექტორ - ნიკა ცხვარიაშვილს, თავდაცვის მინისტრ მუხრან ბურჭულაძეს და ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ თამარ გაბუნიას.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ  მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი.

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ გთხოვთ, გამონაკლისის სახით დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი," - ნათქვამია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ მიმართვაში.

დღის ამბები