16 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"მთავარი პრობლემა არა სააკაშვილი, არამედ ბატონი პუტინია" - რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე

სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.როგორც მარგელაშვილი ამბობს, ეს შეხვედრა გასულ კვირას შედგა. ორი პრეზიდენტის განხილვის საგანი შერიგების ინიციატივა იყო. დეტალებზე ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმავს მის წინამორბედსაც შეხვდეს.

მან გორის ჰისპიტალში დაშვება შესაბამისი უწყებებისგან უკვე მოითხოვა. გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს უჭერს.

"მთავარი საკითხი იყო ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო. მთავარი პრობლემა, ჩემი შეფასებით არის, არა სააკაშვილი, არამედ ბატონი პუტინი. ძალიან სერიოზული რისკები არსებობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. მე იმედი მაქვს რომ შევხვდები სააკაშვილს, პირველ რიგში ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ბუნებრივია თანხმობაზე საუბარი, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, უბრალოდ ფარსია. მე სწორად მიმაჩნია, რომ ამ წინაპირობების გარეშე დაიწყოს სამმა პრეზიდენტმა, საკითხების განხილვა,"- განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები