03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი - დედოფლისწყაროში ქმარმა ცოლს სასტიკად სცემა

სოფელ დედოფლისწყაროში ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა. 31 წლის ორსულ ცოლს ქმარმა სასტიკად სცემა. მომხდარს მათი 13 წლის შვილი შეესწრო.

კახეთში "კურიერის" ჟურნალისტის ცნობით, მოტეხილობებითა და მრავლობითი დაჟეჟილობებით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძალადობის მსხვერპლის ფოტო მისმა ნათესავმა ინტერნეტით გაავრცელა. 

თემაზე "კურიერი" მუშაობს და ძალადობის ფაქტის შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით მოგითხრობთ. 

დღის ამბები