16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ეროვნული თანხმობა იქნება მარტივი როდესაც კრიმინალური ძალა აღარ იქნება პოლიტიკური სისტემის ნაწილი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა დასუსტდეს. მისივე თქმით, მათ შორის ეროვნული თანხმობაც კრიმინალური პოლიტიკური ძალის დასუსტების პირობებში უფრო მარტივი იქნება. 

კობახიძე ასევე ხაზს უსვამს, რომ მართველი გუნდი არ საუბრობს პოლიტიკურ შერიგებაზე, არამედ მათი ერთადერთი მიზანი მხოლოდ პოლარიზაციის შესუსტებისკენ არის მიმართული.

"ეს არის მათი დღის წესრიგი, მათ შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოითხოვონ. საზოგადოებამ იცის თუ რა მძიმე დანაშაულები აქვს ამ კაცს ჩადენილი. გამომდინარე აქედან საზოგადოების რწმენის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ და რაც მთავარია სამართლის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად. ჩვენ არ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციის შემცირებაზე, გზა შეიძლება იყოს სხვადასხვა. მე მგონია, რომ მთავარი გზა, რომელიც მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის არსებით შემცირებამდე, ეს არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც რეალურად არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამომავლოდ ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად დასუსტდეს. ტენდენცია არის ძალიან კარგი, ტემპიც არის ძალიან კარგი. მათ შორის ეროვნული თანხმობაც იქნება ბევრად უფრო მარტივი იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი, კრიმინალური პოლიტიკური ძალა,"- აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები