16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით მჟავანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლავრენტი ბიგვავას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

საქმე ეხება საკრებულოს წინა სხდომას, როცა ხმაურის და დაპირისპირების დროს პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავა.

მჟავანაძე ლავრენტი ბიგვავას მის დაკავებასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. ქართული ოცნება ოპოზიციის ქმედებებს პოლიტიკურ კეკლუცობას და დესტრუქციას უწოდებს. ბრალდებას კი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. დეპუტატები დღეს 12 საკითხს განიხილავენ, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტია.

დღის ამბები