16 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, პედაგოგები - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო ტრიბუნიდან, ხელისუფლების მოკავშირეობისთვის და ყველა სირთულის გადალახვისთვის, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და პედაგოგებს. 

"ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, პედაგოგები. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, გუნდის ხელმძღვანელობით, მათ მოახერხეს მშვიდობის შენარჩუნება, პანდემიის რამდენიმე ტალღის გადალახვა, ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნეს პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შექმნეს, მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

"მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები