20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
დღეს კასპში საახალწლო ღონისძიება იმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.

დღეს საახალწლო კონცერტისთვის კასპიც ემზადება. უკვე მოეწყო გასართობი სივრცე, მონტაჟდება სცენაც. საღამოს საათებში დაგეგმილია კონცერტი.

"მიმდინარეობს მზადება. მოწყობილია საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას გამოიტანენ და გაყიდიან. ღონისძიება დაიწყება 2 საათიდან და დასრულდება, საღამოს 7 საათზე, ფეიერვერკით. მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ანსამბლები, ასევე ჩამოსული სტუმრები. გვეყოლება სტუმრად თოვლის პაპაც," - განმარტავს კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე.

 

დღის ამბები