16 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
თუ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ვარ ხისტი - შალვა პაპუაშვილი

88 მომხრე, 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ყავს. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერად დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცეს. მას მხარი ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა. მათ შორის, "გირჩმა", "მოქალაქეებმა" და "სოციალ-ევროპელებმა". ხოლო, ის ერთი ხმა, რომელმაც შალვა პაპუაშვილს მხარი არ დაუჭირა - ფრაქცია "ლელო" იყო.

კენჭისყრამდე პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ოპოზიცია მის მიმართ კრიტიკული იყო. 

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას პარლამენტი და როგორი იქნება მისი თავმჯდომარეობით მომდევნო წლები.

ახალი სპიკერის თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პარლამენტს საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი ელის, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.

"თუ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ვარ ალბათ ხისტი. თუ თქვენ იმ სიმართლის თქმას, რისიც მე მჯერა სიხისტეს ეძახით, დიახ, მე ვარ ხისტი. თუმცა ამ ყველაფერში მე გულწრფელი ვარ, რაც ყველაზე მთავარია,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

სხდომაზე იყო შეფასებები უკვე ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავაზეც, რომელიც მმართველი გუნდის წევრებმა ღირსეულ თავმჯდომარედ მოიხსენიეს. 

"მინისტრი, როგორც პიროვნული და ასევე პროფესიული, პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ის ძალიან წარმატებული თავმჯდომარე იქნება. ყველასი მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი ოპოზიციიდან, ვინც აღნიშნა კახა კუჭავას ძალიან კარგი პერსონალური და ასევე, პროფესიული თვისებების შესახებ. ამით ჩვენ, ძალიან მაღალი სტანდარტი დავდეთ დღეს. რაც შეეხება შალვას, შეგვიძლია ბრწყინვალე მაგალითად მოვიტანოთ საარჩევნო რეფორმა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

 

დღის ამბები