თელავის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი, 28 მილიონ ლარზე მეტი იქნება - მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს.
ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ მილიონ ლარზე მეტი, საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების გასაზრდელად არის განსაზღვრული.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, სოციალურ თემებთან დაკავშირებით, ბევრი შენიშვნა აქვთ, რაც ხელისუფლებამ, მათი თქმით, არ გაითვალისწინა.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დოკუმენტი სწორად არის დაპრიორიტეტებული და ყველა გამოწვევას პასუხობს.