03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ქართული ენის შესასწავლად ახალი ვებგვერდი შეიქმნა

ქართველი ემიგრანტებისთვის და იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც ქართული ენის შესწავლა სურთ, დღეიდან ახალი ვებგვერდი ფუნქციონირებს.

geofl.ge-ზე ატვირთულია საკითხავი მასალა, ლექსიკონი და ენის შესასწავლი სხვა საშუალებები. პორტალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შექმნა.

საიტზე ახალი, ევროპული მეთოდოლოგიით შესრულებული სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალებია განთავსებული. ვებგვერდის ბმული უკვე ხელმისაწვდომია განათლების სამინისტროსა და საქართველოს საელჩოების ოფიციალურ გვერდებზე.

 

 

დღის ამბები