ახალი წლისა და შობის ღამეებს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს ღამის 3 საათამდე მოემსახურება. გარდა ამისა ღამის 11 საათიდან გადაადგილება ავტობუსებითა და მეტროს საშუალებით უფასო იქნება.
რაც შეეხება დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობის განრიგს - სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიებების გამო, რომელიც ძირითადად, თბილისის ცენტრალურ ადგილებში იმართება - მუნიციპალური ტრანსპორტი შემოვლითი გზებით იმოძრავებს.