23 მაისი 2022,   18:25
ვრცლად
ომიკრონი საქართველოში დომინანტი გახდა, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც - ამირან გამყრელიძე

ომიკრონით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი - ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ. ექიმები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას. პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტური შტამი. 

"ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის ომიკრონზე.თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.  

დღის ამბები