ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყო. თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე დასახლებაში წყალგაყვანილობის პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
7 მილიონიანი პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში 500-მდე ოჯახს მერია წყალარინების ქსელების მოწყობას უზრუნველყოფს.
პროექტის დასრულებამდე კი ივერთუბნის გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონებიც.