26 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
27 იანვარს გლდანისა და ვაკის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდებათ

27 იანვარს კომპანია GWP  გლდანის  რაიონში, გლდანულას დას. N10-ის მიმდებარედ ქსელზე  აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27/01  12: 00სთ-დან   28/01 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

გლდანის რაიონში​ - გლდანულის დას. (გლდანის ხევის დასახლება), გლდანის ხევის ქუჩას, ჯანჯღავას ქუჩას და ჯანჯღავას მე-3 შესახვევს.

GWP-ის ინფორმაციით  27 იანვარს, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებია განსახორციელებელი ვაკის რაიონშიც.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც,  27 იანვარს  23: 00-დან 28 იანვრის  დილის 06:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

მ. თამარაშვილის გამზ. N1- N13 (კენტებს), გ. სვანიძის, ქ. ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ნ. ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ვ. ლეჟავას, ს. ხაბეიშვილის გ. წერეთლის ქუჩებს და ჭავჭავაძის 1 შესახვევს.

დღის ამბები