ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარდგენილ წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შშ-ის წერილობითი პასუხი წარმოადგენს პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას მოსკოვის მიერ წამოჭრილ საკითხებზე, თუმცა დეტალებზე განმარტებების გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ის წერილობითი პასუხი ადასტურებს იმას, რაც ვაშინგტონმა და NATO-მ საჯაროდაც განაცხადეს, რომ შეინარჩუნებენ NATO ღია კარის პოლიტიკას და დაიცავენ ქვეყნების უფლებას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები, ასევე დაიცავენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.
ბლინკენი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის.