26 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი აქცია "ევროპულმა საქართველომ" რუსეთის საელჩოსთან​ გამართა​

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან "ევროპულმა საქართველომ" უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართა. შეკრებაზე პარტიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

მათ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადოს.

პარალელურად, უკრაინის საელჩოსთან შედგა მდუმარე აქციაც. ადგილზე ახალგაზრდული გაერთიანება "ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან" წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ამ ფორმით უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

როგორც "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, ყველა საზოგადოების მორალური ვალია ხმა აიმაღლოს რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. 

"ყველა იმ საზოგადოების მორალური ვალია, ვისაც საკუთარი თავისთვის სურს თავისუფლება, რომ ყოველთვის, როცა რუსეთი ასე აგრესიულად თავს ესხმის ნებისმიერი სხვა თავისუფლების მოყვარე ერის სუვერენიტეტს, ამაზე ხმა აიმაღლოს და თავის პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, გარდა მორალური ვალდებულებისა, რომ უკრაინას გვერდში დავუდგეთ, ჩვენს გვაქვს კონკრეტული ეროვნული ინტერსი,"-აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები