26 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
2021 წელს საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი მორიგ ეკონომიკურ მაჩვენებლებს აქვეყნებს

საქსტატი მორიგ მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2021 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 9.6 პროცენტი შეადგინა. გასული საშუალო რეალური ზრდა კი 10.6%-ია. 

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა კი 10.6%-ით განისაზღვრა. 

დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 9,6  პროცენტით.​ ორნიშნაა მთლიანად 2021 წლის მაჩვენებელიც და ის 10.6 პროცენტს შეადგენს.

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, მშენებლობის გარდა, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელთა საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა, მრეწველობის ტრანსპორტისა და დასაწყობების ვაჭრობის, სასტუმროების, რესტორნების და ენერგეტიკის სექტორებში.

საქონლის ექსპორტი გაიზარდა, დაახლოებით, 27 პროცენტით, ხოლო 25 პროცენტით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი.

ირკვევა, რომ 2021 წლის ეკონომიკური აქტივობის დონე, 3.1 პროცენტით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მონაცემების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა მთავრობის თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო მოწინავე ქვეყანაა, როგორც ფართო რეგიონის მასშტაბით ასევე ევროპის მასშტაბით და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა, ასევე მოსალოდნელზე მარალი ტემპით აღდგენამ და ფულადი გადმორიცხვების მაღალმა ტემპმა. 

ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშემწყობ ფაქტორად საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები სახელდება.

2021 წელს ექსპორტი გაზრდილია თითქმის 27 პროცენტით. ადგილობრივი ექსპორტი კი 29.9 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციებზე საუბრობენ ტურიზმის სექტორშიც.

გასული წლის ივლისის თვის მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 52 პროცენტს შეადგენს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აქვთ მოლოდინი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში სექტორი 2019 წლის მონაცემებს მიუახლოვდება.

დღის ამბები