საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას "ევრონიუსი" ეხმაურება.
რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 200-მდე მედიკამენტზე ფასები შემცირდება.
რეპორტიორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ დეფიციტის დაძლევის მიზნით თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაუშვა. მისივე თქმით, საქართველოსთან შედარებით ბევრი მედიკამენტის ფასი თურქეთში 1000%-ით იაფია.
ავტორის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, მთავრობამ თურქეთის ბაზრისთვის ეროვნული სექტორის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მედიკამენტების დეფიციტი აღმოიფხვრება.
"ევრონიუსის" რეპორტიორის თქმით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე შემოიტანონ თურქული მედიკამენტები.
სიუჟეტი ევრონიუსის ვებ-გვერდზე ესპანურ და ფრანგულ ენებზეა ხელმისაწვდომი.