პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, "ფრირაიდის" კვირეულის ფარგლებში, ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები მინდინარეობს.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორგანიზებითა და, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.