03 მაისი 2024,   12:08
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი იმართება. სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი სასამართლო პროცესის პარალელურად აიყვანეს. პოლიციელზე ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაკავებული თამლიანის ადვოკატები, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვენ. ბესიკ თამლიანს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბესიკ თამლიანის ადვოკატი იმედს იტოვებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. 

"დღევანდელ პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეები მოსამართლის წინაშე წარვდგებით შესავალი სიტყვებით. შესაბამისად იმ პირობებში, თუკი ბრალდების მხარეს ეყოლება მოწმეები გავაგრძელებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას, საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება იყოს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი,"- აცხადებს თამლიანის ადვოკატი. 

დღის ამბები