"ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. დღეს შეხვედრები კახეთში იმართება.
მმართველი გუნდი ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსნის განმარტებით ქალებს უნდა ჰქონდეთ შანსი ღირებული და შინაარსობრივი მონაწილეობის არჩევნებში.
"პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება, ერთის მხრივ, ემსახურება პარტიის სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებას და რა თქმა უნდა, ჩვენს სამზადისს 2024 წლის არჩევნებისთვის. მეორეს მხრივ კი თავად ქალების გაძლიერებას პარტიის შიგნით, რადგან კვოტირების სისტემა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო ამავდროულად უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ ქალების ფორმალურ მონაწილეობას, არამედ მათ ღირებულ და შინაარსობრივ მონაწილეობას,"- განმარტავს ნინო წილოსანი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე, შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.