28 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა, მოკლეს, მის დანაზე კი უცნაური წარწერა აღმოაჩინეს - რა მოხდა პარიზის სადგურზე 

საფრანგეთის პოლიციამ, მამაკაცი, რომელიც მათ მატარებლის სადგურზე დანით ემუქრებოდა - ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს. 

პოლიციელების განცხადებით, მამაკაცი სადგურზე პატრულის ორ თანამშრომელს თავს დანით დაესხა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დანაზე, პოლიციის საწინააღმდეგო წარწერა აღმოაჩინეს. ინციდენტის შედეგად, პოლიციელები არ დაშავებულან.

"პოლიციამ გამოიყენა თავისი ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც აღმოფხვრა ყოველგვარი საფრთხე, რომელიც ემუქრებოდათ როგორც პოლიციელებს, ასევე მგზავრებს," - წერს შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი.

გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.

დღის ამბები