28 აპრილი 2024,   21:08
ვრცლად
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება

დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები საკუთარ ბაზებზე დაბრუნების შესახებ, რუსული მედია წერს. როგორც აღნიშნულია, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

"სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში განთავსება და დღეს ისინი დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ," - განაცხადა კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წვრთნებს რიგ რაიონებში.

"რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ფართომასშტაბიანი წვრთნების სერიას ჯარისკაცებისა და ძალების ოპერატიული მომზადებისთვის. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ჯარები ჩართულია,"- განაცხადა კონაშენკოვმა.

დღის ამბები