16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის - პატრიარქი უკრაინის მოვლენებზე

პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმაურება. ილია მეორის შეფასებით, განვითარებული მოვლენები სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისთვის ჯერ კიდევ არსებობს.

"საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც.

შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს. ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ!" - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები