28 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
ოკუპანტები დონეცკში ქიმიური ნივთიერებების აფეთქებისთვის ემზადებიან - პარალელურად, მდინარე ირპენის გასწვრივ მდებარე კაშხალზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ოკუპანტები დონეცკში ქიმიური ნივთიერებების აფეთქებისთვის ემზადებიან. რუსი სამხედროები გაზის საწინააღმდეგო ნიღბებს ურიგებენ თავისიანებს.

გარდა ამისა, მდინარე ირპენის გასწვრივ მდებარე კაშხალზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ხიდების აფეთქების გამო კაშხალი ერთადერთი გადასასვლელია მდინარე ირპენზე, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ. ახლა კიევის წყალსაცავიდან წყალი ირპინის ხეობაში ჩაედინება, რომელიც მდინარის გასწვრივ ათობით კილომეტრის მანძილზე დატბორვის საფრთხეს ქმნის.

კიევის ერთ-ერთ გარეუბანში კი ბრძოლების შედეგად 71 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

აღსანიშნავია, შავ ზღვაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემმა გაანადგურა მისივე სამხედრო თვითმფრინავი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსამსახური იტყობინება. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მელიტოპოლში ადმინისტრაციული შენობები რუსმა სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში - აცხადებს ქალაქის მერი.

დღის ამბები