16 ნოემბერი 2024,   08:06
ვრცლად
NATO-ს წევრები უკრაინას ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და რაკეტებით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობით მოამარაგებენ

NATO-ს წევრები უკრაინის მიმართ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აძლიერებენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი "ფეისბუქის" გვერდზე წერს. ქვეყნებს შორის არის ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები უკრაინას ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და რაკეტებით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობით მოამარაგებენ.

"NATO მრავალი წელია, მხარს უჭერს უკრაინელებს თავის დაცვაში. ჩვენ ვაგრძელებთ ამის გაკეთებას და სხვებსაც იმავესკენ მოვუწოდებთ,"-ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.

 
დღის ამბები