09 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
აშშ-ის ტერორისტების 20 კაციან შავ სიაში ქართველი ბათირაშვილიც მოხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო და ეკონომიკის დეპარტამენტებმა გამოაქვეყნეს შავი სია, სადაც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 20-მდე ადამიანია შეყვანილი. სიაში ქართველი ომარ–ალ– შიშანის სახელით ცნობილი თარხან ბათირაშვილის გვარიც ფიგურირებს.

 შავ სიაში შეყვანილი ადამიანები ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილები. შეერთებული შტატები მათ სახელზე არსებულ ანგარიშებს გაყინავს. ომარ ალ შიშანი სირიის ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მაღალჩინოსანია. შავ სიაში, რომელიც სახლემწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული ჩეჩენი ტერორისტი მურად მარგოშვილიცაა მოხსენიებული, რომელმაც სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ჩამოაყალიბა.

 

http://www.treasury.gov/press-center/press-releases/Pages/jl2651.aspx 

http://www.state.gov/r/pa/prs/ps/2014/09/232067.htm   

დღის ამბები