26 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
პრეზიდენტი ზელენსკი, მისი ხელმძღვანელობა, სიმამაცე და უკრაინელი ხალხის გამძლეობა ჩვენთვის შთაგონების წყაროა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი ძალებით იბრძვის, თუმცა არ არის მარტო - პარტნიორი ქვეყნები მას ერთის მხრივ აწვდიან შეიარაღებას, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებით ცდილობენ პუტინის აგრესიის შეკავებას.

ბრიუსელში დღეს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საგანგებო საბჭო შეიკრიბა, მთავარი თემა სწორედ ლტოლვილების ნაკადის მართვა იყო.

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში "სპუტნიკს" და "რაშა თუდეის" მაუწყებლობა აიკრძალება. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება ბელარუსსაც. 

"ევროკავშირი პირველად დააფინანსებს იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ქვეყნისთვის, რომელიც თავდასხმის ქვეშ არის. ეს არის წყალგამყოფი მომენტი. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ვაძლიერებთ ჩვენს სანქციებს კრემლისა და ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ, ვხურავთ საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის, ჩვენ წარვადგენთ წინადადებას, რომ რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის საჰაერო ხომალდები ვეღარ შეძლებენ დასხდნენ, აფრინდნენ და გადაუფრინონ ევროკავშირის ტერიტორიას.

ჩვენი საჰაერო სივრცე დაიხურება ყველა რუსი თვითმფრინავის მიმართ, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავების მიმართ. ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედიამანქანას, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი "სპუტნიკს" და "რაშა თუდეის" აღარ ექნება საშუალება, გაავრცელონ ტყუილები, რათა გაამართლონ პუტინის ომი.

ჩვენ ვქმნით ხელსაწყოებს, რათა მათ ვეღარ გაავრცელონ ტოქსიკური და დამაზიანებელი ევროპაში, ჩვენ ასევე მიზანში ამოვიღეთ ამ ომის სხვა აგრესორის, ლუკაშენკოს რეჟიმიც. ჩვენ მის რეჟიმს დავარტყამთ სანქციების ახალი პაკეტით. ჩვენ წარმოვადგენთ ამკრძალავ ზომებს ყველაზე მნიშვნელოვან სექტორზე.

პრეზიდენტი ზელენსკი, მისი ხელმძღვანელობა, მისი სიმამაცე და უკრაინელი ხალხის გამძლეობა ჩვენთვის შთაგონების წყაროა, ჩვენ ხელგაშლილი მივესალმებით მათ, ვისაც პუტინის ბომბებისგან გამოქცევა მოუწევთ," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირის ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შეიარაღებით ამარაგებს. 

 

 

დღის ამბები