09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ ბალტიის ზღვისკენ სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ავიაციამ ევროპის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვია. ნატოს სამხედრო რადარების მიერ დაფიქსირებული ფაქტების შესახებ ინფორმაციას ალიანსის ძალების ევროპული შტაბი ავრცელებს.

25-მდე რუსული სამხედრო მოიერიშე დააფიქსირეს შავი ზღვის, ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების საჰაერო სივრცეში, ასევე ატლანტის ოკეანის თავზე. ალიანსის შეფასებით, ეს ევროპის ცაზე „უჩვეულოდ მაღალი აქტიურობაა“ და განსაკუთრებით შემაშფოთებელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

ერთი დღის განმავლობაში ნატოს რადარებმა მხოლოდ ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში სხვადასხვა ტიპის შვიდი მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს, რის გამოც ამ მიმართულებით გერმანიამ, დანიამ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო თვითმფრინავები გააგზავნეს.

დღის ამბები