09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
რუსი ექსპერტი დასავლეთს „სისუსტეს და უუნარო“ პოლიტიკას უწუნებს

კარნეგის მოსკოვის ცენტრის პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა ლილია შევცოვამ ვაშინგტონში, უკრაინის თემაზე საჯარო მოხსენების დროს, დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკა გააკრიტიკა.

ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, ცნობილმა რუსმა პოლიტილოგმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის აკვიატებაა და ევროპული სახელმწიფოები მის პოლიტიკას ადეკვატურად არ პასუხობენ.

კარნეგის ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2008 წლის შემდეგ არც ნატოს გაფართოება მომხდარა, დღევანდელი პოლიტიკა კი დასავლეთის სისუსტის და ევროკავშირის უუნარობის ნიშანია.

„სად არის რუსეთის შემოჭრასა და უკრაინის კრიზისზე ის საერთაშორისო ფაქტორი, რომელზეც ბევრს ლაპარაკობდნენ? სად არის კამათი რუსეთის შერცხვენასა და ნატოს გაფართოებაზე? თუ სწორად მახსოვს, ბოლო გაფართოება ნატოს 2008 წელს ჰქონდა და საინტერესოა, რატომ ველოდებით ამდენი ხანი კრემლის დამცირებას? მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აქ ჩანს საერთაშორისო ფაქტორი, თუმცა განსხვავებული ბუნების - ეს არის დასავლეთის სისუსტე და ევროკავშირის უუნარობა,” - განაცხადა შევცოვამ. 

დღის ამბები