28 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
წარადგენს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ ანგარიშს მიმდინარე კვირში, დღეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდება

წარადგენს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ ანგარიშს მიმდინარე კვირში, ეს დღეს, ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.

რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ისმენს.

არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტებს შორის თანხმდება.

შესაძლოა პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენის თარიღი მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების მიზეზით შეიცვალოს.

დღის ამბები