28 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ევროკავშირში განაცხადის გაგზავნიდან მეორე დღეს, საკითხი ახალი პოლიტიკური ბრალდებების საბაბი გახდა

ევროკავშირში განაცხადის გაგზავნიდან მეორე დღეს, საკითხი ახალი პოლიტიკური ბრალდებების საბაბი გახდა. მმართველმა პარტიამ ბიუროს სხდომაზე კონკრეტული ინფორმაცია გააჟღერა, თუ როგორ ცდილობს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხელოვნურად შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ამისთვის ლობისტების დაქირავებას გეგმავს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძეს ბიუროს სხდომაზევე უპასუხა. ხატია დეკანოიძემ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციული და სიცრუე უწოდა.

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მმართველი პარტიის დაზიანების გარდა, ისინი პირველ რიგში დარტყმას ქვეყნის ინტერესებს აყენებენ. ეჭვებს სახელისუფლებო გუნდს ოპოზიციის ბოლო დროინდელი პოლიტიკური დღის წესრიგიც უმყარებს.

"ქართული ოცნების" ბრალდებები უსაფუძვლოდ ჟღერს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც, არგუმენტად კი ინფორმაციის არასაკმარის დასაბუთებას ასახელებენ.

ოპოზიციის ნაწილმა სიმართლის დასადგენად მოკვლევის დაწყებაც მოითხოვა. დაიწყება თუ არა რაიმე სახის მუშაობა ამ მხრივ უცნობია, თუმცა სახელისუფლებო გუნდს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი არ ეპარება.

ახლა ყველა ელოდება, რა პასუხი დაუბრუნდება ქვეყანას განაცხადზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ითხოვს. 

დღის ამბები