26 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
ქალების, ბავშვების, კაცების მიმართ კრემლის სისასტიკის ფონზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სანქციებზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტზე მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია ურსულა ფონ დერ ლაიენმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გააჟღერა.

როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტი ამბობს, ევროპამ თავიდან უნდა აირიდოს რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულება. ამისთვის კი მარაგების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს.

"ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ სიტუაცია უკრაინაში. სასტიკი ომი, რომელსაც პუტინი აწარმოებს. ჩვენ ასევე განვიხილავთ გაძლიერების ახალ პაკეტს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. როგორც თქვენ იცით ჩვენ უკვე გვაქვს სანქციების 3 პაკეტი.

ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები, რომელიც დაწესებული,ა რუსეთს აზიანებს. უკრაინაში მოვლენათა განვითარებისა და ქალების, ბავშვების, მოსახლეობისა და კაცების მიმართ კრემლის სისასტიკის ფონზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ სანქციებზე.

ჩვენი განხილვის მეორე საკითხი იქნება ენერგეტიკა. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე. ვიცი, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. კომისია ხვალ წარადგენს წინადადებას, სადაც არის სამი მთავარი საკითხი.

პირველი არის მარაგის დივერსიფიცირება რუსეთისგან, რომელიც უნდა მიიმართოს სანდო მომმარაგებლებისკენ. მეორე მთავარი ელემენტი არის მასშტაბური ინვესტირება განახლებად ენერგორესურსებზე.

ჩვენ ფოკუსირებულები ვართ, რომ ეს დაჩქარდეს. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, კარგი სტრატეგიული ინვესტირებაა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ასევე კარგია ინდუსტრიისა და პლანეტისთვის. ეს უნდა იყოს დამატებული მესამე საკითხზე. ეს არის გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა. ჩვენი განხილვის დასკვნითი ნაწილი კი მომხმარებელთა დაცვას ეხება,"- აცხადებს ურსულა დონ დერ ლაიენი. 

დღის ამბები