03 მაისი 2024,   15:34
ვრცლად
უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე სოფია როტარუს შვილი და შვილიშვილი დააკავეს (VIDEO)

უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე დააკავეს 10 მამაკაცი, რომელიც უკრაინის დატოვებას ცდილობდა, მათ შორის არიან სსრკ-ს სახალხო არტისტის, სოფია როტარუს შვილი და შვილიშვილი, ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ინფორმაციას გამოცემა Strana.ua ავრცელებს.

დაკავებულია, ასევე, მათი მოლდოველი გამცილებელი.

გამოცემა აქვეყნებს რამდენიმე დაკავებულის პასპორტის ფოტოსაც, მათ შორის არის როტარუს შვილის - რუსლან ევდოკიმენკოს და შვილიშვილის - ანატოლი ევდოკიმენკოს პასპორტებიც.

დღის ამბები