28 აგვისტო 2026,   23:25
ვრცლად
როგორია ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ - დებატები ევროპარლამენტში

როგორია ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ?- სწორედ ამ თემაზე ევროპარლამენტში დებატები იმართება- სხდომაზე მიწვეულია ესტონეთის პრემიერ მინისტრი. კაია კალასმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახლა დრო იყოფა ომამდე და ომის შემდეგ. მისი განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოება დაარღვია. ვლადიმერ პუტინი მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს, ხალხზე კი არ ზრუნავს. 

"ძვირფასო რუსებო, ჩვენი ქმედებები არაა მიმართული თქვენ წინააღმდეგ, ეს არის პუტინის რეჟიმის ქმედებების გამო. თქვენი მთვარობა აწესებს ცენზურას, დევნის თავისუფალი მედის წარმომადგენელებს, მასწავლებლები სკოლებში ეწევიან სამთავრობო პროპაგანდას. პუტინი მხოლოდ თავის ძალაუფლებაზე ზრუნავს და არა თავის ხალხზე. იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთი იქნება დემოკრატიული სახელმწიფო თავის მეზობლების გვერდით. პუტინის შეჭრამ დაარღვია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება. რუსეთის ურთიერთობები საგარეო კუთხით შეიცვლება, ვის ექნება კრემლის მიმართ ნდობა ან ვინ აღადგენს ამას. თავისუფალმა სამყარომ უკვე დაიწყო პასუხი გაცემა მოსკოვისთვის. ჩვენ უსაფრთხოების კუთხით ბევრად შევიცვალეთ. ჩვენ დავაწესეთ სანქციების სამი პაკეტი. პუტინი გამოცდას გვიტარებს და დიახ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა," - აცხადებს კაია კალასი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ამბობს, რომ დროა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავდაცვითი ერთიანობა.

"ჩვენი სოლიდარობა არის უპრეცედენტო და ეს უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ მივიღებთ მილიონობით უკრაინელ ლტოლვილებს. მასიური სანქციების დაწესებით რუსეთს დავანახეთ, თუ როგორია ჩვენი ღირებულებები. ერთად ვდგავართ უკრაინისთვის, დემოკრატია მუშაობს," - ამბობს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.  

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთის გაზის მოხმარება უნდა შეწყდეს და შექმნილ ვითარებაზე მყისიერი რეაგირება მოხდეს. 

"რაც გავაკეთეთ საკმარისი არაა და ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ სწრაფად. გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ, მოითხოვს მყისიერ რეაგირებას. ომი იქნება ხანგრძლივი და შედეგები, რაც ამ ომს მოჰყვება წლების დასჭირდება მის დაბალანსებას. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გაზზე დამოკიდებული. ისტორიის ახალ მონაკვეთში ჩვენ უნდა შევძლო პუტინის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე პასუხის გაცემა. ევროპელებს არ გვიყვარს ომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიფიქროთ ომზე და მის შედეგებზე. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიული მომენტია. ჩვენ უნდა გავაგებინოთ პუტინს, რომ ის შეცდა. პუტინს სჯეროდა, რომ უკრაინა სუსტი ქვეყანაა, ის ფიქრობდა, რომ ამერიკასა და ევროპა შორის უთანხმოება დიდი იყო. ეგონა რომ კიევს დაიპყრობდა და იქ მარიონეტ რეჟიმს დასვამდა, ეს ომი გაგრძელდება და ამის შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ. ყველა ადამიანმა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ შედეგებთან საბრძოლველად. ჩვენ გვჭირდება კოლექტიური მიდგომა ამაზე. ჩვენ იმის მაგივრად, რომ უარი გვეთქვა რუსეთის გაზსა და ნავთობზე, პირიქით მისი მოხმარება გავზარდეთ და სწორედ ეს უნდა შევცვალოთ," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

 

 

დღის ამბები