07 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
თბილისისა და კიევისთვის MAP-ი ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა, ეს არ გავაკეთეთ, რაც იყო სიგნალი პუტინისთვის - რასმუსენი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ომის პარალელურად წარსულის მოვლენებსაც იხსენებს. მან ისაუბრა ბუქარესტის სამიტის შესახებ, რომელზეც საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მიცემა განიხილებოდა.

"2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ NATO-ს წევრები, შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შევქმენით NATO - უკრაინის და NATO-საქართველოს კომისიები.

ანუ, MAP-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო. თბილისისა და კიევისთვის MAP-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ, ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ NATO-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში,"- ამბობს რასმუსენი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუს დროს.

დღის ამბები