09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი, წინასწარი მონაცემებით, ექვსმა პარტიამ გადალახა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,42% დათვალა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა. ეს პარტიებია: არსენი იაცენიუკის "ეროვნული ფრონტი", რომელიც 22,17%-ით ლიდერობს, "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" – 21,82%, გაერთიანება "სამოპომიჩი" - 10,99%, "ოპოზიციური ბლოკი" – 9,38%, "რადიკალური პარტია – 7,45% და იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა" – 5,68%.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 26 ოქტომბერს გაიმართა.

დღის ამბები