03 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
მშვიდობის დამყარების პროცესში ჩინეთიც ჩაერთო - რა განცხადებას ავრცელებს პეკინი სი ძინპინის ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ 

ომის დამნაშავის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ამერიკის პრეზიდენტისთვის "მკვლელი დიქტატორი" და "ნამდვილი ავაზაკიც გახდა". ჯო ბაიდენმა პუტინის მიმართ ლექსიკის ეს ფორმა მას მერე გამოიყენა, რაც კრემლმა ის გუშინ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული შეფასებების გამო გააკრიტიკა. ირლანდიის მეგობრობის ყოველწლიურ ლანჩზე, ბაიდენმა უკრაინაში პუტინის შეჭრას ამორალური ქმედებაც უწოდა.

ფასი, რასაც პუტინი იხდის ის სანქციებია, რომელიც მსოფლიომ რუსეთს დაუწესა. მხარდაჭერა უკრაინის მიმართ საერთაშორისო დონეზე გრძელდება, თუმცა, მსოფლიო ლიდერები ვოლოდიმირ ზელნსკის მოთხოვნას - დაიხუროს ცა, ამ დრომდე უარით პასუხობენ. ამის ნაცვლად ისინი პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

უკრაინაში მიმდინარე ომს დაწყების დღიდან მსოფლიო ლიდერები თითქმის ყოველდღიურად გმობენ, მეტიც, ემანუელ მაკრონმა დღეს თქვა, რომ რუსეთის აგრესია NATO-სთვის ელექტროშოკიც კი აღმოჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა უახლოეს პერიოდში კიევშიც ჩავიდეს, თუმცა, ამ ეტაპზე პრიორიტეტად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელება მიაჩნია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დღეს NATO-შიც გამოეხმაურნენ, გენერალურმა მდივანმა ყურადღება იმ ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე გაამახვილა, რომელსაც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან იღებს. პარალელურად იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერზე იმედგაცრუებულ ზელენსკისაც უპასუხა.

უკრაინაში რუსეთი, რომ იგივეს იმეორებს, რასაც 14 წლის წინ საქართველოში ახორციელებდა დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ამჯერად შტატებში, სახელმწიფო მდივნის მხრიდან. ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა შეეცდება უკრაინაში ადგილობრივი მოსახლეობა მოსკოვზე დამოკიდებული გახადოს.

ომის პარალელურად უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ხერხს მიმართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი დღესაც ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და მასთან სწორედ ეს საკითხი განიხილა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ ევროკომისიის პოზიცია უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით უახლოეს თვეებში მომზადდება.

უახლოეს პერიოდში ისიც შესაძლებელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს. იდეა ევროპელ პოლიტიკოსებს ეკუთვნით და ამ თხოვნით მათ ნობელის კომიტეტს უკვე მიმართეს. ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თანაგრძნობის და მხარდაჭერის სიტყვები არ არის საკმარისი იმ მსხვერპლზე, რომელიც უკრაინამ ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის პრინციპების დასაცავად გაიღო.

დღის ამბები