03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
Facebook-ში დაწერილი სტატუსის გამო ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

Facebook-ში დაწერილი სტატუსის გამო ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ გადადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეთნიკური წარმომავლობის გამო "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განათლების მინისტრს შეურაცხყოფა მიაყენა და მას "წითელპარტიელი ემიგრანტის შვილი" უწოდა.

დავა მინისტრებს შორის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შემდეგ დაიწყო. მთავრობის წევრებმა ეთერში საბჭოთა წარსულის გამო იკამათეს. იურგენ ლიგიმ მოგვიანებით კოლეგას ბოდიშიც მოუხადა, თუმცა გადადგომის შესახებ განცხადება მაინც დაწერა.

მინისტრის თქმით, მისთვის ესტონეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაკავებული თანამდებობა.

დღის ამბები