03 მაისი 2024,   16:12
ვრცლად
საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება პიროვნულ დავებს არ ეხება - არჩილ თალაკვაძე 

საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილება შედის. ინიციატივა მმართველ პარტიას ეკუთვნის.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის დაწყება ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, კანონპროექტის მიხედვით კი სარჩელის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მარტო ნორმატიული აქტი, არამედ კონკრეტული ორგანოს მოქმედება ან უმოქმედობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ცვლილებები არა  პიროვნულ დავას, არამედ კომპეტენციების საკითხს ეხება.  

"ამას არავითარი კავშირი არ აქვს პიროვნულ საკითხებთან, ეს არ არის პიროვნული დავა, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი. ეს არის დავა, რომელიც კომპეტენციების საკითხს ეხება. ერთის მხრივ მთავრობის ინსტიტუტი და მეორე მხრივ პრეზიდენტის ინსტიტუტი, საკონსტიტუციო სასამართლოში არკვევენ საკითხს რაც ელჩების დანიშვნას უკავშირდება,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.  

დღის ამბები