26 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
პრეზიდენტი: მადლენ ოლბრაიტის სახით ვკარგავთ ისტორიულ ფიგურას, ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, მთელ მსოფლიოს მოენატრებით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"მადლენის სახით მსოფლიო კარგავს ისტორიულ ფიგურას, მას, ვინც მთელი თავისი ცხოვრება დიპლომატიასა და ლიდერობას მიუძღვნა და დაეხმარა ბრწყინვალე ლიდერების თაობათა ფორმირებას. განსაკუთრებით ის შთააგონებდა ახალგაზრდა ქალებს. ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ მთელ მსოფლიოს მოენატრებით," – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

 

დღის ამბები