28 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც ამერიკის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა მაღალი დონის ვიზიტების მოლოდინზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში იყო ამერიკის პრეზიდენტი და დროა, ეს განმეორდეს. აქვე, პრეზიდენტმა უკრაინელების მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, ყველას თავისუფლებისა და ხვალინდელი მსოფლიოსთვის.

"კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ ამას ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ, რეალურად, ჩვენთვისაც ვითხოვთ. ეს არის ჩვენი მისწრაფება, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება იყო უფრო გამბედავი, მაგრამ სოლიდარობა ეს ყველას გვევალება და ყველა ვართ ერთ ადგილას ამის მიმართ და ყველანი სოლიდარულები ვართ დღეს უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს. ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი. მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო საქართველოს და ამერიკას, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდეს მრავალი წელი. გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, გაუმარჯოს უკრაინას," - განაცხადა პრეზიდენტმა.

 
დღის ამბები