26 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ, ეს იყო პირველი პრინციპული პუნქტი რუსეთისთვის, რამდენადაც მახსოვს, სწორედ ამიტომ დაიწყეს ომი" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან ვრცელ ინტერვიუში უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე ისაუბრა. ეს იყო რუსეთისთვის მთავარი პრინციპული პუნქტი, სწორედ ამიტომ დაიწყეს ომი - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ინტერვიუს დროს განაცხადა.

"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი - ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. ეს იყო პირველი პრინციპული პუნქტი რუსეთისთვის რამდენადაც მე მახსოვს და ასევე, რამდენადაც მახსოვს, სწორედ ამიტომ დაიწყეს ომი. ამიტომ ეს პუნქტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაა და ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ ეს გარანტიაა ასევე მათთვისაც, მე შემიძლია ეს გავიგო და განვიხილო. 

ეს საკითხი სიღრმისეულად დამუშავებულია, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს უბრალო ქაღალდი ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსად. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ქაღალდი სერიოზულ შეთანხმებად გადაიქცეს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები