03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხელისუფლებას კანონდარღვევებში ადანაშაულებს

პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები, სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო რეაგირება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით, - ეს იმ საქმეების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში წარმოადგინა.

ყველზე რთულ და კომპლექსურ საქმეებში დიდი ნაწილი ეთმობა გიგი უგულავას საქმეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, შალვა თათუხაშვილის საქმესა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმას.

ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მოსასმენი აპარატურის  აღმოჩენის საქმეს, რაზეც  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წევრი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში სასამართლო ბრძანების გარეშე განხორციელებული ფარული ჩაწერა და მოსასმენების დამონტაჟება ცალსახად არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. 

დღის ამბები