ჟურნალისტების მიმართ 5 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
ეპიზოდი ტელეკომპანიების - "რუსთავი 2-ის", "ფორმულას", "მთავარი არხის", "იმედის", "რადიო თავისუფლების" და "ტაბულას" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობას ეხება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს და ბრალდებულებს დასკვნითი სიტყვა ჰქონდათ.