18 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
ისინი ფიქრობდნენ 3 ან 5 დღე, თუმცა უკვე 36-ე დღეა და ჩვენ კვლავ ვდგავართ, ჩვენ კვლავ ვიბრძვით - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მორიგი მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მიუხედავად რუსეთის მოლოდინისა, რომ უკრაინას 3 ან 5 დღეში აიღებდნენ, უკვე 36-ე დღეა ქვეყანა ომს უძლებს: 

"ჩვენ გავუძელით ბევრად მეტს, ვიდრე მტერს ეგონა. ისინი ფიქრობდნენ 3 ან 5 დღე. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს საკმარისი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად. თუმცა უკვე 36-ე დღეა და ჩვენ კვლავ ვდგავართ, ჩვენ კვლავ ვიბრძვით. რაც უნდა იყოს, ჩვენი ვალია ვიფიქროთ მომავალზე, იმაზე, თუ როგორი იქნება უკრაინა ამ ომის შემდეგ. როგორ ვიცხოვრებთ, რადგან ეს სწორედ ჩვენი მომავლისათვის ბრძოლაა, ეს ომი ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვისაა,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები