02 სექტემბერი 2026,   22:49
ვრცლად
ბელგოროდის ხანძარში გუბერნატორი უკრაინას ადანაშაულებს - ხანძრის მიმდებარე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

გუბერნატორი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს- ხანძარი ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე გვიან ღამით გაჩნდა. იწვის ნავთობის 8 საცავი, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან.

ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლად-კოვი ამბობს, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა. თავად უკრაინას ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ის არის უახლოესი რუსული ქალაქი უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობბაზაზე მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, მსხვერპლი არ ყოფილა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.

დღის ამბები