26 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
შოკირებული ვარ იმ საშინელებებით, რაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში ხდება - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ფოტომასალას, რომელიც კიევის ოლქში გათავისუფლებულ ქალაქებში არსებულ ვითარებას ასახავს.

"შოკირებული ვარ იმ საშინელებებით, რაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში ხდება. გამახსენდა სასტიკი დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ," - წერს პაპუაშვილი "ტვიტერზე".

დღის ამბები